დავით უსუფაშვილი: საქართველოს ეკონომიკაში რაც ხდება, არის შიდა და გარე პრობლემების ერთობლიობა

საქართველოს ეკონომიკაში რაც ხდება, არის შიდა და გარე პრობლემების ერთობლიობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ში, “ჯორჯთაუნის” უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
“ეს არის შიდა და გარე პრობლემების ერთობლიობა. მთავრობა არ იყო მზად მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის. რუსეთიდან საქართველოში 60%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა იქ მცხოვრები ქართველების მიერ. 2013 წელს ტურისტების რაოდენობა 20%-ით შემცირდა, ნაწილობრივ ვიზების ფაქტორით. ეს კი პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს, რადგან რიგის სამიტისგან გვინდა მწვანე შუქი მივიღოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები