“პოლიტსაბჭოს სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურების შესახებ საუბარი არ ყოფილა”

უმრავლესობის დეპუტატის, “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის ზურაბ ტყემალაძის თქმით, პარლამენტში სამი ვაკანტური კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებთან დაკავშირებით კოალიციის პოლიტსაბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია.
როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა ვინაიდან, “თავისუფალ დემოკრატებს” კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე ოფიციალური განცხადებით, პარლამენტისთვის ჯერ არ მიუმართავს, ვაკანსია არ არსებობს, საკითხის განხილვა მათ შემცვლელებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე გადაიდო. “ვიდრე კომიტეტის თავმჯდომარეები ოფიციალურად არ დატოვებენ პოსტებს, უხერხულია მათ ადგილმონაცვლეებზე საუბარი“, – აღნიშნა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები