“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა – რა თემებზე იმსჯელეს პოლიტიკოსებმა
საგაზაფხულო სესიის საკითხები და პრემიერ-მინისტრის ევროპაში ვიზიტის შედეგები განიხილეს დღეს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, პოლიტსაბჭოს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს. “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომას კოალიციის ლიდერები დაესწრნენ.