ედუარდ შევარდნაძე, იანუკოვიჩის მსგავსად, სააკაშვილის ჰააგისთვის გადაცემას ითხოვს

 ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ვიქტორ იანუკოვიჩის ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ რადის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, ვიქტორ იანუკოვიჩის მსგავსი ქმედებები საკუთარი ხალხის მიმართ მიხეილ სააკაშვილმაც ჩაიდინა, თუმცა მას აპატიეს. მისი თქმით, დღემდე არავინ იცის 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დროს გაშვებული გაზის შედეგები. ედუარდ შევარდნაძეს იმ ადამიანების უკვირს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჰააგის სასამართლოთი გასამართლებას ეწინააღმდეგება. „თურმე, იანუკოვიჩს საკუთარი ხალხის გენოციდი მოუწყვია. სააკაშვილს კი მსგავსი რამ არ ჩაუდენია და, შესაბამისად, ჰააგის ტრიბუნალი ვერ გაასამართლებსო. მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ასე ფიქრობს. სააკაშვილს მსხვერპლი აკლია? 7 ნოემბერი თუ 26 მაისი არ იყო გენოციდი? ვიცით კი 7 ნოემბერს გაშვებული გაზის ან აკრძალული ულტრაბგერითი აპარატურის გამოყენების შედეგები?! ან 2008 წლის აგვისტოს ავანტიურა იყო თუ თუ არა სააკაშვილის მიერ საკუთარი ხალხისთვის მოწყობილი გენოციდი? ასე, რომ მთავარია, როგორც ერი, სათანადო სიმაღლეზე დავდგეთ და ვერავინ გაბედავს, შელახული ღირსების აღსადგენად ბრძოლა აგვიკრძალოს. ისტორიას არ ახსოვს ადამიანებიის ცოცხებით და „დუბინკებით“ წამების ფაქტები. ეს მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის ისტორიაში ჩაიწერება. ეს რომ უკრაინაში მომხდარიყო, იქაური საზოგადოება ჰააგის ტრიბუნალს მოითხოვდა კი არა, ქვას ქვაზე არ დატოვებდა. ჩვენ კი ვაპატიოთო“, – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები