“ქართული ოცნება” პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს
“ქართული ოცნება“ დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წევრები ამ წუთებში იკრიბებიან. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ზურაბ ტყემალაძის თქმით, სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე – მათ შორის, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ.
“განვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ცნობილია, რომ მომავალ კვირას არის საპარლამენტო კვირა. კრიზისის დასაძლევად მთავრობა მუშაობს, საქართველოში იმყოფება სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელი, ხდება შეჯერება, პოზიციების გაზიარება, კონსულტაციების შემდეგ ისინი გააკეთებენ განცხადებას, ალბათ პარლამენტშიც მობრძანდებიან საკომიტეტო მოსმენაზე”, – აღნიშნა ტყემალაძემ.