1-ელი მარტიდან იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი აღარ ძვირდება
1-ელი მარტიდან იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი აღარ ძვირდება. როგორც “კვირას“ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკა სარიამ განუცხადა კომპანია მთავრობასთან და სემეკთან კონსულტაციებს განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ “ყატრანსგაზ-თბილისი” 1-ელი მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის 15 თეთრით გაძვირებას გეგმავდა. ამის მიზეზად კი ლარის გაუფსურება სახელდებოდა.