შს მინისტრი აგვისტოს ომში დაღუპულის დედას დედის დღეს მიულოცავს
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლის, ზურაბ ტატულაშვილის დედას – მარინე ტატულაშვილს ეწვევა და დედის დღეს პირადად მიულოცავს. შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამხარეო სამმართველოების ხელმძღვანელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დედის დღეს აგვისტოს ომში დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების დედებს მიულოცავენ.