მაია ბითაძე – ჩეხეთში უცხოური დაფინანსების NGO-ების რეესტრის შექმნაზე: ეროვნული სუვერენიტეტის და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხები ყველა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია
„ეროვნული სუვერენიტეტის და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხები ყველა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია,“ – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
„რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ ძალიან რთულ მსოფლიოში ეროვნული სუვერენიტეტის და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხები ყველა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესია, დასტურდება იმ კასკადური გადაწყვეტილებებით, რასაც არა მხოლოდ ევროკავშირს წევრი სახელმწიფოები, არამედ ყველა სხვა განვითარებული სახელმწიფო იღებს ბოლო პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნა ბითაძემ.
შეგახსენებთ, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობოების რეესტრის შექმნა – ჩეხეთის კოალიციური მთავრობა პროგრამაზე შეთანხმდა.