“ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი

“ფაქტობრივად, 4 ოქტომბერს დავინახეთ, რომ მართვის სადავეები “ნაცმოძრაობის” ხელშია. სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვეს “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი პირდაპირ პასუხობს კანონს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.

“[ნაცმოხრაობამ] სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით და სისტემური დანაშაულის ვერდიქტი მივიღეთ სტრასბურგის სასამართლოდან, – ძალიან სამწუხაროა. რა წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ჩვენზე მსოფლიოს, რა ხდებოდა და ხდება დღეს საქართველოში?! ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი პირდაპირ პასუხობს კანონს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ,” – განმარტავს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები