დავით მათიკაშვილი: თუკი აწყობს „დიფ სთეითს“ და ევრობიუროკრატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავენ ისინი პროგრესს საქართველოში, დანარჩენი მათთვის არის დემოკრატიის უკუსვლა
„თუკი აწყობს „დიფ სთეითს“ და ევრობიუროკრატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავენ ისინი პროგრესს საქართველოში, დანარჩენი მათთვის არის დემოკრატიის უკუსვლა,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„მათთვის საქართველოში მიმდინარე პროცესებს აქვს ერთადერთი მნიშვნელობა: თუკი ეს აწყობს დიფ სთეითს და ევრობიუროკრატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავენ ისინი პროგრესს. დანარჩენი მათთვის არის დემოკრატიის უკუსვლა, ტელევიზიის მიტაცება და ა.შ. ეს ტყუილები, სიცრუე და გაყალბებული რეცენზიები უკვე ყელში აქვს ჩვენს საზოგადოებას ამოსული. ახალს ამით ვერაფერს ვერ ეტყვიან, ერთადერთი რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს – ჩვენ საზოგადოებაში გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს, რაც ნამდვილად არ არის კარგი“, – აცხადებს მათიკაშვილი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ დღეს ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება.