„საზოგადოება ევროკავშირის საელჩოსა და ევრობიუროკრატებისგან უკვე მიეჩვია ორმაგ სტანდარტებს და არაგულწრფელ დამოკიდებულებას, არც დღევანდელ დღეს გვაქვს განსაკუთრებული მოლოდინი” – თორნიკე ფაღავა
„საზოგადოება ევროკავშირის საელჩოსა და ევრობიუროკრატებისგან უკვე მიეჩვია ორმაგ სტანდარტებს და არაგულწრფელ დამოკიდებულებას, შესაბამისად, არც დღევანდელ დღეს გვაქვს განსაკუთრებული მოლოდინი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ განაცხადა.
კერძოდ, ფაღავა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც დღეს გამოქვეყნდება.
“თან ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ მათ ოთხი ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობაც კი არ დაუგმიათ. ჩვენი მხრიდან გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე, ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ აბსოლუტურად ყველა ვალდებულების შესრულებას და 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად კანდიდატს ქვეყნებს შორის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ფაღავამ.