გიორგი ვოლსკი – RSF-ს სტატიაზე: როდესაც ხალხი ქუჩაში გამოჰყავდათ და ხვრეტდნენ – არ გაგვიგია ჩვენ ამ რეპორტიორების რაიმე ანგარიში ან აღშფოთება

„როდესაც ხალხი ქუჩაში გამოჰყავდათ და ხვრეტდნენ. მაშინ არ გაგვიგია ჩვენ ამ რეპორტიორების რაიმე ანგარიში ან აღშფოთება,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ RSF-ს სტატიაზე საუბრისას განაცხადა.

„არც მაშინ, და არც მაშინ, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოჰყავდათ და ხვრეტდნენ. მაშინ არ გაგვიგია ჩვენ ამ რეპორტიორების რაიმე ანგარიში ან აღშფოთება. და საქართველოში. თავისუფალი მედიის დონე, ხარისხი ძალიან ბევრ ქვეყანას აჭარბებს მათ შორის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს“, – აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, რომ 2025 წელს ბიძინა ივანიშვილმა მედია მიიტაცა. ამავე სიაში ორგანიზაციამ შეიყვანა ილონ მასკი, ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო და ბენიამინ ნეთანიაჰუ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები