ვიქტორია შილოვა: ოლეგ ლიაშკო არამზადა, ჯამბაზი და მატყუარაა
უკრაინელი დეპუტატი ვიქტორია შილოვა აცხადებს, რომ „რადიკალური პარტიის“ თავჯდომარე ოლეგ ლიაშკო არამზადა, ჯამბაზი და მატყუარაა, – განცხადება იმის შესახებ, რომ ის ლიაშკოს დაა, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ის, რომ მე ლიაშკოს და ვარ, სიცრუეა. მე მას თაღლითად მივიჩნევ. ის ცნობილი ოლიგარქის ლევოჩკინის ჯამბაზია. ის აცნობიერებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები იწყება. ამიტომაც ყველანაირად ცდილობს დონბასელების ინტერესები გაატაროს და მათ მხარეზე გადავიდეს”,-განაცხადა შილოვამ.