რატომ გადმოურიცხა ერეკლე კოდუას 1 მილიონი ევრო შაქრო კალაშოვმა
ყოფილი პატიმარი და გამომძიებელი ქეთევან ზარნაძე ერეკლე კოდიას შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ სენსაციურ ინფორმაციას უმხელს. ქეთევან ზარნაძის ინფორმაციით, ერეკლე კოდუას დავალებით ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„კოდუას დავალებით მოხდა დეპუტატ ვალერი გელაშვილის უმოწყალოდ ცემა, კოდუას „სპეცნაზის“ მოკლულია წკრიალაშვილი! მისი ტურების ხროვამ დაჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე! ახლა კი ასეთი ძალოვნები არამცთუ დაუსჯელად დაიარებიან კოჰაბიტაციის წყალობით, არამედ თითსაც გვიქნევენ მედიდურად! იმედია, ოდესმე მათთვის დაბნელდება და მათი რეჟიმის მსხვერპლთათვის გათენდება! ნაციონალებს ევროპული „ობშჩიაკების“ ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებდათ.
2009 წელს სოდ-ის შეფ ერეკლე კოდუას ესპანელი კოლეგებისთვის სასამართლოზე შაქრო კალაშოვის წინააღმდეგ მტკიცებულებები უნდა წარედგინა. საქართველოში შაქროს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი, ქურდული სამყაროს წევრობის და ამერიკელი მოქალაქის ბრალდებით.
თუმცა, ევროპაში ბრალდებები ასე არ ითითხნებოდა და იქიდან მოითხოვეს, მოწმეები ჩამოვიდნენო. ერეკლე კოდუამ, იმის საფასურად, რომ ევროპაში მოწმეების გაგზავნა დაებლოკა, კალაშოვისგან კოლოსალური თანხა აიღო. თანაც ნაწილი „მოტეხა“, მაგრამ მერაბიშვილმა გაუგო და მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. სხვათა შორის, კალაშოვის პროცესზე ერთ-ერთი მოწმე უნდა ყოფილიყო კოდუას მარჯვენა ხელი – ლევან გურგენიძე, რომელიც საგულდაგულოდ გააქრეს. კოდუას თანამშრომლები და „უგზოუკვლოდ დაკარგული“ ხალხი უკვე სხვა თემაა. სიმწრით მეღიმება, როცა ვიხსენებ, როგორ უნამუსოდ ყვებოდა ეს პირველი მექრთამე ერეკლე კოდუა, როცა ბადრი პატარკაციშვილმა ასი მილიონი შემომთავაზა, ამაყად ვუპასუხე, ქართული პოლიცია ფულზე არ იყიდებაო, თუმცა კიდევ უამრავ ინფორმაციას ვფლობ, როგორ იყიდებოდა ფულზე ერეკლე კოდუას ქართული პოლიცია ქურდებთან. გაიხსენოს, როგორ გადმოურიცხა შაქრო კალაშოვმა კოდუას სომხეთში 1 მილიონი ევრო. გაიხსენოს, 1997 წელს რა ქონებას ფლობდნენ კოდუები, როცა ქონებრივი დეკლარაციის შევსება სავალდებულო გახდა და რა ქონებას ფლობენ ახლა!“ – აცხადებს ქეთევან ზარნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.