ლიბიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად 25 ეგვიპტელი დაიღუპა, 70 კი მძიმედ დაშავდა
ლიბიის ქალაქ ალ-ქუბაში ტერაქტის შედეგად 25 ეგვიპტელი დაიღუპა, 70 – მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერაქტი 21 ქრისტიანი ეგვიპტელის მკვლელობის გაგრძელებაა. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ტერაქტი ისლამური სახელმწიფოს ორგანიზებულია.