ეუთომ უკრაინაში შესაძლოა, მონიტორინგის ჩატარება შეძლოს
ეუთომ აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა, მონიტორინგის ჩატარება შეძლოს, განცხადება ამასთან დაკავშირებით ეუთოში უკრაინის წარმომადგენელმა იური სერგეევმა გააკეთა. მისი განცხადებით, მონიტორინგის ჩატარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, კონკრეტული გეგმის შეთავაზებას ის დღის ბოლომდე აპირებს.”
დღეს დილიდან ეუთოში უკრაინაში მონიტორინგის ჩატარებასთან დაკავშირებით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დღის ბოლომდე ჩვენ კონკრეტული შეთავაზებების გაკეთებას ვაპირებთ”,- განაცხადა სერგეევმა.