ნიდერლანდების ქალაქ ნეიმეგენში ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაშავდა,100 კი ევაკუირებულია
ნიდერლანდების ქალაქ ნეიმეგენში ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული დასახლების საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. 100-მდე ადამიანი სასწრაფო ევაკუაციის წესით გაიყვანეს შენობიდან. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.