რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ისევ დააკავეს. სამართალდამცველებმა ის მილიციის განყოფილებაში ამჯერად ოფისიდან წაიყვანეს და 15-დღიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. როგორც რუსული მედია წერს, ოპოზიციის ლიდერის დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მოსკოვის მერობის ყოფილი კანდიდატი არ გამოცხადდა სასამართლოში, სადაც სამართალდარღვევის გამო მისთვის ადმინისტრაციული სასჯელის შეფარდების საკითხი უნდა განიხილულიყო.
გასულ კვირას ალექსეი ნავალნი მოსკოვის მეტროში პროკლამაციებს არიგებდა და მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებდა. ოპოზიციის მიტინგი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ალექსეი ნავალნია, მოსკოვში პირველ მარტსაა დაგეგმილი, თუმცა პატიმრობის გამო ის მსვლელობაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები