ციურიხში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 49 ადამიანი დაშავდა

შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 49 მგზავრი დაშავდა. როგორც სააგენტო “20. მინითს” იუწყება, ერთი მატარებელი რაფცის სადგურიდან შაფხაუზენის მიმართულებით მოძრაობდა, მეორე კი – ციურიხის მიმართულებით, სარკინიგზო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. ადგილზე მობილიზებულია ციურიხის სამაშველო სამსახური და მედიკოსთა ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები