მარიუპოლში პრორუსი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ
დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ქალაქ მარიუპოლში პრორუსი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ, ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით “ლიგა.ნეტი” ავრცელებს. გასული ღამის განმავლობაში აღნიშნულ რეგიონში სეპარატისტებმა 49 -ჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინის სამხედრო ბატალიონ “ატოს” ქვედანაყოფებს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.