შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა
შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში, ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ციურიხი შვეიცარიაში ბერნის შემდეგ ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქია, თუმცა სარკინიგზო შემთხვევები აქ იშვიათია.