ევრომაიდნის მოვლენებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ხელმძღვანელობდა

  ერთი წლის წინ, უკრაინის მაიდანზე მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც იანუკოვიჩისა და პოროშენკოს მომხრეებს შორის მოხდა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ხელმძღვანელობდა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ ერთ-ერთ გადაცემაში გაავრცელა. უშიშროების წარმომადგენლის განცხადებით, ევრომაიდნის აქტივისტების დაშლას რუსეთის ფედერაციიდან სპეციალურად გაგზავნილი სამი ადამიანი აწარმოებდა. ნალივაიჩენკოს კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები