ევრომაიდნის მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ, უკრაინამ შესაძლოა, საკუთარი ტერიტორიის 1/4 -ის დაკარგოს
უკრაინაში, ევრომაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის ანტიევროპული პოლიტიკით უკმაყოფილო და თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 75 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 571 კი მძიმედ დაშავდა. ერთი წლის შემდეგ, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყანა საკუთარი ტერიტორიის 1/4 ნაწილს კარგავს. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსული აგრესიის შედეგად, აპრილის შემდეგ 6 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, არაოფიციალური ინფორმაციით კი მათი რაოდენობა 60 ათასს აღწევს. გარდაცვლილთა დიდ რაოდენობას მშვიდობიანი მოსახლეობა შეადგენდა.