შვეიცარია უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუორმაგებს

შვეიცარია უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუორმაგებს და მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს რეფორმების გასატარებლად,- განცხადება ამასთან დაკავშირებით უკრაინაში შვეიცარიის ელჩმა კრისტიან შენენბერგმა უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრთან პაველ როზენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. “წინა წლებთან შედარებით შევიცარია უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუორმაგებს, ეს მეტ შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ ქვეყანაში გასატარებელი რეფორმები დაჩქარდეს და ჩვენი ურთიერთობაც აქტიურ ფაზაში შევიდეს”,- განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები