დებალცევოში 100 -მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაატყვევეს, 90-ის ადგილსამყოფელი კი უცნობია

დებალცევოში პრორუსმა სამხედროებმა 100-მდე უკრაინელი სამხედრო ჩაიგდეს ტყვედ, 90 სამხედროს ადგილსამყოფელი კი ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური კიევი დაღუპული, დაჭრილი და დაკარგული ჯარისკაცების შესახებ ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ დებალცევოს ტერიტორია უკრაინის ჯარმა მთლიანად დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული ქვედანაყოფები აღნიშნულ ტერიტორიაზე მაინც დარჩნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები