ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი ბალტიის ქვეყნებს ემუქრება
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფალონი აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მხრიდან შესაძლოა, საფრთხე დაემუქროთ. ნატოს ის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში რუსეთის სცენარი იგივე იქნება, რაც მას აღმოსავლეთ უკრიანაში ჰქონდა.
“ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გადაადგილდება მძიმე ჯავშანტექნიკა აღმოსავლეთ უკრაინაში, ამასთან, ჩვენ იმასაც ვამჩნევთ, რომ ესტონეთის მესაზღვრეები ტყვეებად აჰყავთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების გაცემა რუსეთის წინააღმდეგ და ვუთხრათ ვლადიმერ პუტინს, რომ რასაც ის აკეთებს, ჩვენთვის მიუღებელია,”- განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.