ეუთო აღმოსავლეთ უკრაინაში მონიტორინგის ჩატარებას ვერ ახერხებს

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჯარების გაყვანის პროცესთან დაკავშირებით მონიტორინგის ჩატარებას ვერ ახერხებს, განცხადება ამასთან დაკავშირებით უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა. მისი თქმით, მონიტორინგის ხელის შემშელელი პირობა დებალცევოში არსებული მძიმე მდგომარეობაა. გასული ღამის განმავლობაში, დონეცკში 70-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 170- ზე მეტი კი დაიჭრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები