ირაკლი ლექვინაძე: ენერგეტიკაში ინვესტიციები სტაბილურად ხორციელდება

ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ჰუდონჰესის და ანაკლიის პროექტები მაქსიმალურად უნდა იქნეს რეალიზებული და ყველა ხელშემშლელი ფაქტორი აღმოიფხვრას.
„ენერგეტიკაში ინვესტიციები სტაბილურად ხორცილდება. ველოდები დაანონსებული ენერგეტიკული პროექტების უფრო აქტიურად დაწყებას – ვგულისხობ, ჰუდონჰესს, ანაკლიის პროექტს. ეს პროექტები მაქსიმალურად უნდა იქნეს რეალიზებული და აღმოიფხვრას ყველა ხელშემშლელი ფაქტორი. დარწმუნებული ვარ, სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. მგონი, კარგად ჩანს, რეალურად რა კეთდება დღეს ამ კუთხით“, – აცხადებს ექსპერტი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, მისი თქმით, 2015 წელს ორი ძირითადი გამოწვევა აქვს.
“პირველი საგარეო ფაქტორია, რომელიც, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენს ეკონომიკაზე მოქმედებს და საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს. 2015 წელს ეს ზემოქმედება უფრო გაძლიერდება, რადგან რუსეთის კრიზისის პიკი ჯერ კიდევ წინაა. მეორეა საინვესტიციო პროექტების დაძვრა. ის პროექტები, რომელებიც დაანონსებულია, უნდა განხორციელდეს. ვისურვებ, რომ არ გაიზარდოს აქციზი იმავე ლუდის ინდუსტრიაზე. ასევე, აუცილებელია უფრო მეტი აქტივობა აზიურ ბაზრებზე. მართალია, ევროპის მიმართულებით ექსპორტი იზრდება, მაგრამ ეს ზრდა ვერ აბალანსებს დსთ-ს ქვეყნებში შემცირებულ მაჩვენებლებს. აზიურ ბაზარზე გასვლა კი ხელს შეუწყობს ინვესტიციების ბაზრის ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები