გივი მიქანაძე – პარიზში ვიზიტზე: მქონდა შესაძლებლობა, სიტყვით გამოვსულიყავი და დამსწრე საზოგადოებისთვის გამეცნო პირველადი შედეგები იმ რეფორმებისა, რომლებიც უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება საქართველოში

“მქონდა შესაძლებლობა, სიტყვით გამოვსულიყავი და დამსწრე საზოგადოებისთვის გამეცნო მიმდინარეობა და უკვე პირველადი შედეგები იმ რეფორმებისა, რომლებიც უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრმა პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში გამართულ, “განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე” მიიღო მონაწილეობა.

“მქონდა შესაძლებლობა, სიტყვით გამოვსულიყავი და დამსწრე საზოგადოებისთვის გამეცნო მიმდინარეობა და უკვე პირველადი შედეგები იმ რეფორმებისა, რომელიც უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება საქართველოში. ასევე, განვიხილეთ ის სიახლეები, მათ შორის მასწავლებელთა კარიერული განვითარების ახალი სქემა, რომელიც საქართველოში დაინერგა და განხორციელების სტადიაზე და გვქონდა შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოების კითხვებისთვის მეპასუხა და მიმეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია,” – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა UNESCO-ს ხელმძღვანელ პირებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები