ლიზა გეგეჭკორი – ვარდენ მაჭავარიანზე: შსს-მ ეკლესიის კედელზე მოშარდვის გამო ესტონეთის და უკრაინის მოქალაქე დააჯარიმა და ამ პოპულისტმა ნაცმა, ისე, რომ არაფერი იცოდა, თქვა, რუსები არიანო – როგორი გულის ამრევია ნაცის ჰაბიტუსი, ტყუილი და პოპულიზმი რომ არის მათი მთავარი ნიშანთვისება
“ამ პატარა პოპულისტმა ნაცმა, როდესაც ვიდეო ნახა, რომელშიც ორი ტურისტი ეკლესიას აშარდავდა, გამოხტა ეგრევე და ისე, რომ არაფერი იცოდა – აპრიორი რუსები არიან და ხელისუფლების ბრალია,”- ამის შესახებ ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ვარდენ მაჭავარიანის განცხადების შესახებ წერს, სადაც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე ამბობს, “ორი რუსი აშარდავდა ეკლესიას”.
გეგეჭკორი აღნიშნავს, რომ ტყუილი და პოპულიზმი “ნაცის” მათი მთავარი ნიშანთვისება.
“ამ პატარა პოპულისტმა ნაცმა, როდესაც ვიდეო ნახა, რომელშიც ორი ტურისტი ეკლესიას აშარდავდა, გამოხტა ეგრევე და ისე, რომ არაფერი იცოდა – აპრიორი რუსები არიან და ხელისუფლების ბრალია.
დღეს ირკვევა, რომ შს სამინისტრომ ეკლესიის კედელზე მოშარდვის გამო ესტონეთის და უკრაინის მოქალაქე დააჯარიმა.
ჰო და რა მინდა ვთქვა – როგორი გულის ამრევია ეს ვარდენა და ზოგადად ნაცის ჰაბიტუსი, ტყუილი და პოპულიზმი რომ არის მათი მთავარი ნიშანთვისება!”- წერს გეგეჭკორი.