11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი

11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.  ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები