“ტარიელ ჭანტურიას ეთხოვება ჩვენი საზოგადოება – მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს” – შიო lll

“სახელოვან პოეტსა და კეთილშობილ პიროვნებას – ტარიელ ჭანტურიას ეთხოვება ჩვენი საზოგადოება.

მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს”  – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის, შიო lll-ის  სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

“იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ძალა მისთვის ლოცვისა”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები