ეროვნული ბანკი: ქართული ბონის მიმოქცევაში შესვლიდან 107 წელი გავიდა

Screenshot

ქართული ბონის მიმოქცევაში შესვლიდან 107 წელი გავიდა. 

„დადგა დრო საკუთარი ფულის ნიშნის აუცილებლობის შესახებ“, – ამბობდა სდრ-ის ფინანსთა მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი. მართლაც, 1919 წლის 11 ივლისს მიმოქცევაში შევიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული #ქართულიბონი, რომელიც 1919-1921 წლებში დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა.

107 წლის წინ დაბეჭდილი ქართული ბონი სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო. ესკიზები მხატვრებმა – იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს. თითოეულ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები “სდრ”.

#ქართულიფული #ეროვნულიფული #ეროვნულივალუტა #ეროვნულიბანკი #ეროვნულიისტორია. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები