ხვალ შიო lll თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს
12 ივლისს თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში პატრიარქი შიო lll წირვას აღავლენს.
ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
“ამა წლის 12 ივლისს, თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის (ავლაბარში მდებარე) ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
მისამართი: წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ქუჩა 1 ბ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.