ლუკა კურტანიძე პარლამენტის დეპუტატი გახდა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე პარლამენტის დეპუტატი გახდა. ის აწ გარდაცვლილ დეპუტატს, თამაზ ავდალიანს ჩაანაცვლებს. ყოფილი სპორტსმენის დეპუტატის რანგში არჩევა საპარლამენტო უმრავლესობით მოხდა. მას 96 -მა მოქმედმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ლუკა კურტანიძე მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორია. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის სათავეში ის 2012 წლიდან 2014 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო საქმიანობას ის ხვალიდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები