ნინო გვენეტაძეს პარლამენტში მიმდინარე კვირაში მოუსმენენ

ნინო გვენეტაძეს პარლამენტში შესაძლოა, მიმდინარე კვირაში მოუსმინონ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ დროის სიმცირის გამო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენა დეპუტატებმა კვირის ბოლომდე დაიწყონ.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენამდე პრეზიდენტის კრიტიკა ისმოდა. უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მიუხედავად არსებული შეთანხმებისა, მან უმრავლესობის ლიდერი წინასწარ არ გააფრთხილა მისი რჩეული კანდიდატის შესახებ. „ჩვენ გვქონდა სიტყვიერი შეთანხმება იმის შესახებ, რომ სანამ ოფიციალურად დაასახელებდა კანდიდატს, უნდა ყოფილიყო კონსულტაციები, რამდენად მისაღებია არჩეული კანდიდატი უმრავლესობისთვის. ის, რომ თითქოს არ შეიძლება, ქალბატონი ნინო რომელიმე პარტიის წევრი იყოს, ამაზე არც ყოფილა არასდროს საუბარი”, – ამბობს საგანელიძე.
უმცირესობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. “ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ნინო გვენეტაძე ვერ იქნება კარგი და სამართლიანი თავმჯდომარე. პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიები უმცირესობასაც აქვს. ისინი გიორგი მარგველაშვილს მთავარი პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომლის თანახმადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი კანდიდატი უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები