ოლეგ ლიაშკო: სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იანუკოვიჩის დროს უფრო ფასობდა, ვიდრე ახლა, პოროშენკოს დროს
უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ განაცხადა, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იანუკოვიჩის მმართველობის დროს უფრო ფასობდა, ვიდრე ახლა, პეტრე პოროშენკოს დროს. ლიაშკოს განცხადება ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე, “შუსტერ.ლაივის” გადაცემის დახურვამ გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეარხის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ ტელეარხებმა მედიაბაზარზე მხოლო საკუთარი პროდუქცია უნდა აწარმოონ.
ლიაშკო კი მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილების მიღმა რეალურად უკრიანის ამჟამინდელი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკოა. ლიაშკო ასევე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს მანამდე “ინტერუკრაინის” სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაც ჰქონდა.