გია ვოლსკი – ბენცის განცხადებაზე: საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მონაცემები გამოქვეყნდა, გამოჩნდა თუ რამდენი ათეული მილიონი დაიხარჯა, რათა საქართველოში პრობლემები შექმნილიყო
“საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მონაცემები გამოქვეყნდა, გამოჩნდა თუ რამდენი ათეული მილიონი დაიხარჯა, რათა საქართველოში პრობლემები შექმნილიყო“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ქვეყანას დესტაბილიზაციისგან იცავს.
„ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მისთვის ის პოლიტიკა მიუღებელია, რომელსაც USAID-ი და NED-ი კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით ატარებდნენ. საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მონაცემები გამოქვეყნდა, თუ რამდენი ათეული მილიონი დაიხარჯა, რათა საქართველოში პრობლემები შექმნილიყო. ეს ადამიანი რიგითი ექსპერტი არ არის, თემას იცნობს.
აღმოჩნდა, რომ ეს კანონი მისაღებია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მოინათლა, როგორც „რუსული კანონი“. რეალობამ აჩვენა, რომ არათუ „რუსული კანონია“, არამედ ის კანონია, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციისგან იცავს. ამას უკვე ღიად ამბობენ და არავინ მალავს. მაიკ ბენცის განცხადება მიუთითებს, რომ ჩვენი განცხადებები იყო სწორი, სამართლებრივად გამართული და იმ სამწუხარო ვითარებას აჩვენებდა, რაც საქართველოში მიმდინარეობდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკ ბენცი აცხადებს, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებს ამერიკული მხარე, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა.