გია ხუხაშვილი იმიჯშეცვლილ სააკაშვილზე საუბრობს და მას ტყუილში ამხელს

„მიხეილ სააკაშვილმა იმიჯი შეიცვალა და რებრენდიგი განიცადა“, – ასე აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ექსპრეზიდენტის სატელევიზიო ინტერვიუს.
როგორც „კვირას“ გია ხუხაშვილმა განუცხადა, მას მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუს დროს ზედმეტად მშვიდი და გაწონასწორებული ეჩვენა.
გარდა ამისა, ექსპერტი ამბობს, რომ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ცვლილებასთან ერთად, ცდილობს საკუთარი იმიჯიც შეცვალოს.
„მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუს დროს უჩვეულოდ მშვიდი და წყნარი იყო. ცდილობდა, მაქსიმალურად ზომიერი ყოფილიყო. როგორც ჩანს, უკრაინაში ახალი ცვლილებების ფონზე იმიჯის შეცვლაც გადაწყვიტა. მიშას იმიჯმა რებრენდინგი განიცადა. ძალიან ფრთხილი იყო კომენტარების დროსაც, თუნდაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თუმცა, დამახასიათებელი შტრიხები მაინც გამოავლინა, თუ გავითვალისწინებთ იმ ზღაპრებს, როგორ დადიოდა მე-7 კლასიდან ეკლესიაში, ეს ძალიან სასაცილო ისტორია და ტყუილი იყო. გარდა ამისა, გამოვრიცხავ ვინმეს სჯეროდეს, რომ მე-7 კლასელი მიშა საქართველოში ეკლესიაში შევიდა და ამის გამო პრობლემები შეექმნა. ძირითადად, იყო ძალიან ზომიერი.
ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი ტაქტიკა მისი მხრიდან ახალ ვითარებაში. მარტო ფსიქოლოგიური კრიტერიუმებით ვერ მივუდგებით მიხეილ სააკაშვილის სიმშვიდეს. იყო პრაგმანტული მომენტებიც, მას გარკვეული დრო დასჭირდება, რომ გამოვიდეს საქართველოს მხრიდან დარტყმისგან. ვფიქრობ, სააკაშვილი ცდილობს გარკვეული დისტანცია დაიცვას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, შეანელოს საქართველოს მხრიდან მის მიმართ მიზანმიმართული დარტმა და აგრესია. ვფიქრობ ტაქტიკური ამოცანა ჩაიფიქრა“, – განუცხადა „კვირას“ გია ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის ამჟამინდელმა მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში, აქტუალურ თემებზე „არჩევანის“ ჟურნალისტთან ვრცლად ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები