“ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინაში საქართველოს დელეგაცია მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი”

ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინაში საქართველოს დელეგაცია მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი, – აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა.
მინისტრის განმარტებითვე, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაში.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს საქართველო წარმოდგენილი იყოს ღირსეულად. არ არის გამორიცხული, რომ დელეგაციაში პარლამენტარებიც მონაწილეობდნენ. ქართველი ხალხი არის უკრაინელი ხალხის გვერდით, ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იყო რიგი ვიზიტებისა, ასევე დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ვიზიტი, მაღალი დონის ვიზიტებზეც ვმუშაობთ, დაგეგმილია სამმხრივი კონსულტაციები რიგის სამიტის წინ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, მოლდოვაში მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ეს კონსულტაციები გაიმართება სხვადასხვა ქალაქში. ასე, რომ უკრაინასთან თანამშრომლობა ღრმავდება”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
უკრაინაში 20-21 თებერვალს მაიდნის წლისთავი აღინიშნება, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები