რუსული მედია: ძებნილი სააკაშვილი თბილისში დაბრუნებას და არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს

საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი ერთი წელიწადში თბილისში დაბრუნებას და არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს, – ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რუსული მედია ავრცელებს.
სააკაშვილი, საქართველოს პროკურატურის მიერ მის ძებნაში გამოცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ იმის ნაცვლად, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადოს, მასზე ძებნას აცხადებს და უკრაინის ელჩს საქმის გასარჩევად იბარებს. სააკაშვილმა უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესს ის თავად გაუწევს კოორდინირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები