შალვა შავგულიძე – პრეზიდენტმა პარლამენტს კვალიფიციური კანდიდატურა შესთავაზა

პრეზიდენტმა პარლამენტს კვალიფიციური კანდიდატურა შესთავაზა -ასე აფასებს “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი, დეპუტატი შალვა შავგულიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელებას.
შავგულიძე აცხადებს, რომ გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
“ნინო გვენეტაძემ იცის სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი და ყველაფერს გააკეთებს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის. გვენეტაძეს აქვს უნარი, კარგი კომუნიკაცია დაამყაროს სახელისუფლებო შტოებს შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. მე მას მხარს დავუჭერ”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა შავგულიძემ.
ცნობისთვის, შალვა შავგულიძე ერთ-ერთი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის წარდგენილ კანდიდატთა შორის.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.
ნინო გვენეტაძე სამართალმცოდნე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. გვენეტაძეს, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები