კახა კალაძე: არ მინდა, უკრაინის საკადრო პოლიტიკაში ჩავერიო

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მას არ სურს უკრაინის საკადრო პოლიტიკაში ჩაერიოს. როგორც ვიცე – პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკადრო პოლიტიკა უკრაინელების გადასაწყვეტია.
“მე გამიჭირდება შეფასებების გაკეთება. უკრაინას ჰყავს მთავრობა, ხელისუფლება და არ მინდა, ჩავერიო მათ საკადრო პოლიტიკაში, ეს მათი გადაწყვეტილებაა. თუმცა, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია კრიმინალურ რეჟიმთან, იმ სისხლიან რეჟიმთან, რომელიც შეიქმნა საქართველოში. ის იყო მთავარი იდეოლოგი, თავის მეგობრებთან ერთად, მე ახლა გვარებს არ დავასახელებ. ეს საზოგადოებისთვის ცნობილია და არ მგონია, რომ მათ უკრაინას რაიმე სასიკეთო მოუტანონ, თან იმ მდგომარეობაში, რა მძიმე სიტუაციაშიც დღეს უკრაინა იმყოფება”, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კითხვაზე, თუ ვინ გაემგზავრება საქართველოს ხელისუფლებიდან უკრაინაში უახლოეს დღეებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით, ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ჯერ ვერაფერს იტყვის, თუმცა უახლოეს მომავალში ეს ყველასთვის გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები