“შარაძის მკვლელობა სააკაშვილმა დაგეგმა და ამის განხორციელება მერაბიშვილს დაავალა”

გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ბასილ მკალავიშვილი აცხადებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილმა დაგეგმა და ამის განხორციელება ვანო მერაბიშვილს დაავალა.
როგორ მამა ბასილი “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნები დგანან სხვა გახმაურებული საქმეების უკანაც.
“მე გეტყვით, როგორ დაიგეგმა გურამ შარაძის მკვლელობა. ყველამ უწყის, რომ ბატონი გურამი იყო ჩემი თანამებრძოლი. ის სააკაშვილს ვერ იტანდა, სააკაშვილმა კი ვანო მერაბიშვილს დაავალა მისი ლიკიდაცია. მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ვითომ მკვლელი ბარათელი კუდ-ის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე აიყვანეს, ავტომატი დაუმიზნეს და უთხრეს, თუ გურამ შარაძის მკვლელობას შენს თავზე არ აიღებ, მოგკლავთო. წინა დღით დაკავებული კი მიიყვანეს ბატონი გურამის მკვლელობის ადგილზე, ვითომ ცხელ კვალზე დაიჭირეს.
ბოლო დროს რაც ხდება, “ნაციონალური მოძრაობის”გეგმაა საქართველოში სერიული მკვლელობების გამოჩენილი პიროვნებებისა, რის შედეგადაც ხალხი დაიწყებდა მასობრივ გამოსვლებს და ამას “ნაციონალური მოძრაობა” სათავისოდ გამოიყენებდა. ჯერ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს, შემდეგ კი იური ვაზაგაშვილი. მე ვაცხადებ, ყოველივე ამას აღასრულებდნენ “ნაციონალური მოძრაობის” “ზონდერ” ჯგუფის წარმომადგენლები, ახლა კი დაგეგმილი აქვთ თავიანთი ჯგუფიდან ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია, რის გამოც საქმეში თვითონ ჩაერთვებიან და მოახდენენ არეულობას, ამ მიზნით სააკაშვილს უკრაინაში საქმეში გამოცდილი პიროვნება ჰყავს გამზადებული“, – აცხადებს მამა ბასილ მკალავიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები