საქართველოს აშშ – ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი ეწვევა

საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი ხვალ ეწვევა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ოფიციალურ შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, ქვეყანაში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, ასევე საქართველოს ძალისხმევა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. აგრეთვე იგეგმება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის მთავარი მიმართულებებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები