ზაქარია ქუცნაშვილი მოსამართლის ასაკობრივი და ნამსახურობის ცენზის შეცვლას გეგმავს


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი საკუთარ კამპანიას განაგრძობს და საზოგადოებას საკუთარ პროგრამას აცნობს.
უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ თუ მას პოსტზე დაამტკიცებენ, პირველ რიგში, შეიცვლება მოსამართლის ასაკობრივი და ნამსახურობის ცენზი, ასევე, გაიზრდება გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხი.
„ჩემი პროგრამის მიხედვით მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ისიც შერჩევით, შეიძლება დაინიშნონ უვადოდ, იმისდა მიხედვით, რომელი მოსამართლე დაამტკიცებს თავისი მრავალწლიანი მსახურების კვალობაზე, რომ იმსახურებს საზოგადოების მაღალი ნდობას, და არა ისე, რომ 30 წლის ასაკში გავამწესოთ ახალგაზრდა მოსამართლის თანამდებობაზე და ეგრევე ის იყოს სამისდღემჩიო მოსამართლე. მე ასეთ მიდგომას არ ვიზიარებ“, – აცხადებს ქუცნაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები