გიორგი მარგველაშვილი დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ამ ღირშესანიშნავ დღეს, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.
მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.
თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო ლიტველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა”, – აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები