ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში 5 ადამიანი დაშავდა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში გამართულ საპროტესტო აქციზე, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საპროტესტო აქცია ბანგლადეშის ოპოზიციური პარტიის მიერ არის ორგანიზებული. ოპოზიციური ძალები აცხადებენ, რომ იანვრის შემდეგ დაკაში 70-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. სამთავრობო სექტორის თქმით კი, დემონსტრანტების უმსგავსო საქციელმა ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. ისინი აფეთქებენ შენობებს, ავტობუსებს და მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები