რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ცნობილ მომღერალს იოსებ კობზონსაც შეეხო

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ცნობილ მომღერალს იოსებ კობზონსაც შეეხო. ის რუსეთის დუმის დეპუტატია. ახალი სანქციების თანახმად, „შავ სიაში“ 151 ადამიანი იმყოფება. მათ შორის 37 ორგანიზაციაა. აღსანიშნავია, რომ, კობზონის გარდა, სანქციები შეეხო რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს არკადი ბახინს, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალს ედუარდ ბასურინს და 9 ორგანიზაციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები