თურქეთმა იემენში საელჩო დახურა

თურქეთმა იემენის რესპუბლიკაში საელჩო დახურა. ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შემდეგ მიიღეს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ გამეგზავრონ იემენის რესპუბლიკაში, რადგანაც ვითარება იქ არასტაბილურია და მათ სიცოცხლეს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. რამდენიმე დღის წინ იემენიდან საკუთარი ელჩი საუდის არაბეთმაც გაიწვია. საელჩოები იემენში ასევე დახურეს: საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და აშშ-მ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები